გაზაფხულისთვის სამოქალაქო საპროტესტო მოძრაობისთვის მზადებას დავიწყებთ – მელია

ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, 2021 წლის გაზაფხულისთვის სამოქალაქო საპროტესტო მოძრაობისთვის მზადებას იწყებენ.

მისი თქმით, ივანიშვილი თუ ხელახალ არჩევნებს არ დანიშნავს, საზოგადოება დაანიშნინებს.

“ახალ არჩევნებს თუ დანიშნავს, კრიზისი განიმუხტება, თუ არ დანიშნავს მანამ იქნება კრიზისი სანამ ახალი არჩევნები არ დაინიშნება. გარწმუნებთ, რომ ახალი არჩევნები დაინიშნება, მიუხედავად იმისა ივანიშვილი დანიშნავს თუ არა. თუ არ დანიშნავს საზოგადოება აუცილებლად დაანიშნინებს ახალ არჩევნებს. ჩვენ დავიწყებთ სამოქალაქო საპროტესტო მოძრაობის მზადებას გაზაფხულისთვის და ვნახოთ ერთი აბა, რამდენად შეძლებს ბიძინა ივანიშვილი არჩევნების არ დანიშვნას”, – განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. მანდატებზე უარი თქვა ოპოზიციის დიდმა ნაწილმა. ჯერჯერობით უარი არ უთქვამს პარტია მოქალაქეებს, პატრიოტთა ალიანსს და გირჩს, გარდა ზურაბ ჯაფარიძისა.