გათვლას ვაკეთებთ უფრო ხარისხიან ტურისტებზე – თურნავა

“ჩვენ გათვლას ვაკეთებთ უფრო ხარისხიან ტურისტებზე. ტურისტებზე, ვინც მხარჯველუნარიანია” -ამის შესახებ  ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.

“ჩვენ გათვლას ვაკეთებთ უფრო ხარისხიან ტურისტებზე. ტურისტებზე, ვინც მხარჯველუნარიანია და ეს მოიტანს…. მხარჯველუნარიან ტურისტზე და გარდა ამისა, უსაფრთხო ტურისტზე.  ახლა როგორ ვხედავთ ჩვენ ფრენების გახსნის შემდეგ ტურისტების თანდათან შემოსვლას. ჯერ ეს ერთი, არ გვაქვს არავის ილუზია და არც ტურისტულ სექტორს, რომ პირველი თებერვლიდან, ფრენების გახსნასთან ერთად სრულყოფილად აღდგება ტურისტული ცხოვრება და ტურისტული სეზონი. მე ვფიქრობ, რომ უფრო, ალბათ, გვიან გაზაფხულზე შესაძლებელი იქნება, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან და ვაქცინაციის ტემპებიდან გამომდინარე, ვისარგებლოთ ამითი.”- განაცხადა თურნავამ.