გათიშულია ჩვენი მთავარი სერვერი – მთავარ არხზე კიბერშეტევა განხორციელდა

“მთავარი არხის” სერვერზე სავარაუდოდ თავდასხმა მოხდა – დაზიანების გამომწვვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.  მთავარი არხის ტელეწამყვანმა მიხეილ სესიაშვილმა, ამის შესახებ პირდაპირ ეთერში განაცხადა და დაამატა, რომ შეფერხება შეიძლება პირდაპირი ეთერის დროს კვლავ დაფიქსირდეს.

“რამდენიმე წუთია გათიშულია ჩვენი მთავარი სერვერი, ჩვენი სათადარიგო სერვერი და ყველა ის ტექნიკური საშუალება, როლითაც ჩვენ ვმაუწყებლობდთ და პირდაპირ ეთერში გავდივართ”, – განაცხადა სესიაშვილმა.