გათოვლიანების სისტემების მოწყობა ბაკურიანში – იტალიური კომპანია “ოცნებას” კორუფციაში ადანაშაულებს

იტალიური კომპანია ”დემეკლინკო” საქართველოს ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებს.  ბაკურიანში გათოვლიანების სისტემების მოწყობის 138 მილიონ ლარიანი პროექტის შესყიდვებში კორუფციის ნიშნებია. 29 აპრილს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ მოახლოებული ზამთრის ოლიმპიადისთვის დაჩქარებული წესით გათოვლიანების სისტემების ტენდერი გამოაცხადა და აპირებს შესყიდვაში იმ კომპანიას მიანიჭოს უპირატესობა, რომელმაც მაღალი ფასი წარადგინა, ეს იმ პირობებში როცა კონკურენტმა კომპანიამ „დემეკლინკომ“ იგივე სამუშაობებს განხორცილება 45 მილიონ ლარზე ნაკლებად შესთავაზა.

ამ სფეროში ”დემეკლინკოს“ 40-წლიანი გამოცდილება აქვს და იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ხელისულფება გადაწყვეტილებას მათ სასარგებლოს არ მიიღებს, კომპანია საერთაშორისო არბიტრაჟში იჩივლებს და ქვეყნიდან ყველა ინვესტრიციას გაიტანას.

  • ”ეს არის დიდი და საინტერესო ტენდერი, საქართველოს ხელისუფლებამ დიდიხანია იცის რომ ეს ჩემპიონატი ტარდება და ტენდერი მხოლოდ ახლა გამოცხადდა და ჩვენც 1 თვის წინ შევიტყვეთ.მიუხედვად ამისა ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და წარვადგინეთ პროექტი, წინადადების შეთავაზება გაგზავნა დახურული სისტემით იყო. 5 მაისს გაიხსნა კონვერტები და აღმოჩნდა რომ ჩვენი ფასი 92 მილიონამდე იყო ხოლო კონკურენტის 137 მილიონი. ამის შემდეგ გამარჯვებულის გამოვლენა 2 -ჯერ გადაიდო.მაგრამ 17 მაისს მივიღეთ წერილი, რომ კონკურენტ კომპანიას მიენიჭება უპირატესობა, რომელმაც უფრო ძვირად შესთავაზა სერვისი. ნათელია რასთან გვაქვს საქმე. სავარაუდოდ გამარჯვებული კომპანია წინასწარ არის შერჩეული და ეს კორუფციაა. ამ შესყიდვებს არანაირი კავშირი არ აქვს საერთაშორისო სტანდარტებთან.  დარღვევების შესახებ პრემიერს და ეკონომიკის მინისტრს უკვე ვაცნობეთ. თუ ჩვენს სასარგებლოდ არ გადაწყდება ამ შესყიდვის ბედი მაშინ საქართველოდან ყველა ინვესტიციას გავიტანთ და საერთაშორისო დონეზე შესაბამის უწყებებს მივმართავ.” – განაცხადა ”დემეკლინკოს“ გენერალურმა დირექტორმა, ანდრეას ლამბახერმა  ბრიფინგზე. 

2023 წელს საქართველოში სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატი უნდა ჩატარდეს, რისთვისაც მთავრობა ბაკურიანში მრავალმილიონიან ინფრასტრუქტურას აშენებს.

MTA-მ ამ პროექტისთვის ბაზრის კვლევა მარტში დაიწყო და ამ კვლევაში მიწვეული იყვნენ წამყვანი ევროპული კომპანიები Technoalpin (ავსტრია); HDI – Leitner/Demaclenko Group (იტალია); MND Group (საფრანგეთი). ბაზრის კვლევის შედეგად, პროექტის სავარაუდო ღირებულებად 137,828,653 ლარი განისაზღვრა.

ფასთა კვლევის და სავარაუდო ღირებულების განსაზღვრის შემდეგ, MTA შემდეგ ეტაპზე გადავიდა და კომპანიებს საკუთარი წინადადებების წარსადგენად ვადა 29 აპრილამდე მისცა, თუმცა შემდეგ ვადა 5 მაისამდე გადაავადა. კომპანიებმა სახელმწიფოს საკუთარი წინადადებები დახურული კონვერტის სახით სწორედ 5 მაისს წარუდგინეს.

BMG-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, MND Group-მა უარი თქვა საკუთარი ფასის წარდგენაზე. შესაბამისად, 5 მაისს სახელმწიფოს სულ ორმა კომპანიამ წარუდგინა შეთავაზება:

● Technoalpin – ფასი 137,798,395 ლარი, რაც ბაზრის მოკვლევით მიღებულ ფასზე 30,258 ლარით ნაკლებია;
● Leitner/Demaclenko Group – ფასი 91,939,038 ლარი, რაც ბაზრის მოკვლევით მიღებულ ფასზე 45,880,616 ლარით ნაკლებია.

შესაბამისად, ერთი პრეტედენტი სახელმწიფოს ამ სერვისის მიწოდებას სავარაუდო ფასზე 46 მილიონი ლარით ნაკლებად სთავაზობს, მეორე კი თითქმის იმავე ფასად რაც ბაზრის მოკვლევაში იყო მითითებული.

მთავრობის მიერ მომზადებული პირობების თანახმად, ამ შესყიდვაში მონაწილე კონტრაქტორს უნდა გააჩნდეს 2019 წლის იანვრიდან დღემდე ანალოგიური სირთულის მინიმუმ 550 მილიონი ლარის ღირებულების პროექტების შესრულების გამოცდილება. ამასთან, შესაბამისი პირობების მიხედვით, კომპანიას 2017 წლიდან მოყოლებული შესრულებული უნდა ჰქონდეს მინიმუმ 5 გათოვლიანების სისტემის მონტაჟის სამუშაოები, ხოლო ბოლო 10 წლის მანძილზე ერთხელ მაინც უნდა ჰქონდეს მონაწილეობა მიღებული მსოფლიო თასის ან ზამთრის ოლიმპიური თამაშების ინფრასტრუქტურის მზადებაში მონაწილეობა მიღებული.