გაიზრდება თუ არა პურის ფასი – პურის მცხობელთა ასოციაციის განმარტება

პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძე აცხადებს, რომ პურზე ფასის ზრდა არ იგეგმება, თუმცა თუ ეს მოხდა, შესაძლოა, 10 თეთრით გაიზარდოს.

“თუ ასეთ მდგომარეობაში ვიქნებით პურზე ფასი არ გაიზრდება. უნდა შეივსოს მარაგი, ამაზეც მუშაობენ ფირმები, შემოგვაქვს ხორბალი, რამდენადაც ვიცი არის ორი სამი თვის მარაგი, რომ ფასი არ შეიცვალოს. ბირჟაზე ყოველთვის მუშობს საბაზრო ეკონომიკის პრინციპები და ამ პრინციპით თუ იმუშავებს ბაზარი, თავის ატკიების მიზეზი არ გვექნება, მაგრამ თუ მოხდა ისე, რომ ყველაფრის ფასმა მოიმატა, ამ შემთხვევაში პურის ფასის ზრდა 10 თეთრამდე შეიძლება ვივარაუდოთ”, – განაცხადა მალხაზ დოლიძემ.

მისი თქმთ, ამ ეტაპზე ფასის შენარჩუნება მოგების შემცირების ხარჯზე ხდება და ის საწარმოები მუშაობს, ვინც ხარჯების ზრდას უძლებს.

„ თბილისში პურის ფასის ცვლილებასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი იყო. გვესმის კარგად, რომ ლარი გაუფასურდა, პროდუქტებზე ფასი შეიცვალა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არც პურზე და არც ფქვილზე ფასი ჯერჯერობით არ შეცვლილა და წარმოებები სტაბილურად მუშაობენ. რა თქმა უნდა, პანდემიის გამო ხდება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა, პური იყიდება შეფუთული ფორმით და შესაფუთი მასალის ღირებულება ერთ პურზე 10 თეთრია, ეს ყველაფერი საწარმოებზეც მოქმედებს. ფასის შენარჩუნება ხდება მოგების შემცირების ხარჯზე. ძალიან ბევრი წარმოება აღარ მუშაობს, მუშაობს ის, ვინც ამ ხარჯების ზრდას უძლებს“,- თქვა დოლიძემ.