გამოვლინდა კორონავირუსის 2 622 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 28 ადამიანი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 622 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ჩატარდა 27 539 ტესტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.52%; ბოლო 14 დღის მაჩვენებელი – 7.01%, ხოლო 7 დღის – 8.65%.

საქართველოში ვირუსის გავრცელებიდან ამ დრომდე დადასტურდა ვირუსის 956 032 შემთხვევა.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 28 ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 14 156 პირი ემსხვერპლა.