გამოკითხვაში, ვის მისცემდით ხმას, ევროპელ სოციალისტებს თუ ენმ-ს, მოვუგებთ ნაცებს – ზილფიმიანი

ევროპელი სოციალისტების წევრის, დავით ზილფიმიანის განცხადებით, გამოკითხვა რომ ჩატარდეს კითხვით, ვის მისცემდნენ ხმას – ევროპელ სოციალისტებს თუ ნაციონალურ მოძრაობას, მისი პარტია მოიგებს.

მანვე აღნიშნა, რომ ამჟამად რიგგარეშე არჩევნების ჩატარება რელევანტური არ არის, თუმცა პლებისციტი კარგი იქნება.

„ვიდრე კომისია არ დაამთავრებს მუშაობას, რიგგარეშე არჩევნები არარელევანტურია, მე მაშინ იქ არ უნდა ვიყო, რადგან იქ ვარ, ეს ნიშნავს, რომ წინააღმდეგობაში მოვდივარ ჩემს თავთან. თუმცა, თუ შევთანხმდებით პლებისციტზე, ეს კარგიც იქნება. დღეს რაც გააკეთა ძველმა გვარდიამ „ნაცმოძრაობის”, ისეთი კატასტროფული სიჩქარით დაკარგა რეიტინგი, შეკითხვა რომ დასვას რომელიმე ტელევიზიამ ან კვლევითმა ორგანომ – მხოლოდ ორი პარტია რომ იღებდეს არჩევნებში მონაწილეობას, „ევროპელი სოციალისტები“ და „ნაცმოძრაობა“, ვის მისცემდით ხმას, დღესაც კი მოუგებს „ევროპელი სოციალისტები“ „ნაცებს“, იმდენი სისულელე ჩაიდინეს, სისულელე არ ჰქვია, ბოროტება ჰქვია,”-განაცხადა ზილფიმიანმა.