გამომძიებელი, რომელმაც შსს დატოვა, რიონის ხეობის მცველების აქციაზე მივიდა

ფოტო: მთავარი არხი

იმერეთის სამხარეო პოლიციის გამომძიებელი, ზურაბ ხმელიძე, რომელმაც შსს დატოვა და უწყება ხეობის ორად გაყოფაში ამხილა, რიონის ხეობის მცველების აქციას შეუერთდა.

გამომძიებელმა განაცხადა, რომ დავალებები, რომელსაც სამართალდამცველები ზემდგომებისგან იღებენ, დისკრიმინაციული და უკანონოა.

ხმელიძის თქმით, პროტესტის გრძნობა მის არაერთ თანამშრომელს აქვს, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ისინი სისტემას ვერ ტოვებენ.