გამორიცხულია, თქვენ TV პირველი ჩააქროთ – ვატო წერეთელი ხელისუფლებას

ტელეკომპანია პირველის დირექტორი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ ხელისუფლება ვერ შეძლებს კრიტიკული მედიის ჩახშობას.

წერეთელი დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს, მოახდინონ სწრაფი რეაგირება.

“მინდა მივმართო ქვეყნის ხელისუფლებას – გამორიცხულია, თქვენ ტვ პირველი ჩააქროთ და არ იმაუწყებლოს ჩვენი ქვეყნის მასშტაბით. გამორიცხულია, თქვენ შეძლოთ კრიტიკული მედიის ჩახშობა. მინდა, მივმართო დიპლომატიურ კორპუსს, რადგან ამ ისტერიას მხოლოდ თქვენ თუ შეაჩერებთ და მინდა მოვითხოვო თქვენგან სწრაფი რეაქცია. რადგან დღეს უკვე სასამართლოს დადგენილებაში გაჩნდა ჩანაწერი, რომ პროკურატურას შეუძლია შემოვიდეს ძალის გამოყენებით ტვ პირველში. ეს არის დღეს ხელისუფლების, ქართული ოცნების დღის წესრიგი, რომ შემოვიდნენ და ტელეკომპანია პირველი აღარ იყოს ამ ქვეყანაში”,– თქვა ვატო წერეთელმა ბრიფინგზე.