გამორიცხული არ არის – თენგიზ ცერცვაძე ჩინური ვაქცინის შემოტანაზე

“გამორიცხული არ არის” – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ პალიტრანიუსის გადაცემაში დღის ნიუსრუმი.

“თუ ჩინური ვაქცინა მოიპოვებს საერთაშორისო აღიარებას, მას წარდგენილი აქვს საბუთები ამ სერტიფიკატების მოპოვებაზე, მაშინ არ შეიძლება ჯიუტად გავაგრძელოთ ჩვენი პოზიცია, რომ კატეგორიულად უარი ვთქვათ ჩინურ ვაქცინაზე. თუ მას ექნება საერთაშორისო აღიარება, რა თქმა უნდა, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ევრო-ამერიკულ ვაქცინებს, მაგრამ ელემენტარულად ასორტიმენტისთვის არ არის გამორიცხული და შეიძლება მიზანშეწონილიც არის ჩინური ვაქცინის რაღაც ნაწილის შემოტანა”-აცხადებს ცერცვაძე.