გამოწვევები ერთ ღამეში არ გაქრება, გავერთიანდეთ, ხელახლა ავაშენოთ 2021 წელი – ბაიდენი

აშშ-ის პრეზოდენტმა, ჯო ბაიდენმა ამერიკელებს ახალი წელი მიულოცა და ყველას მოუწოდა,  ხელახლა გაერთიანდნენ 2021 წლის ასაშენებლად.

“გამოწვევები, რომლის წინაშეც ვართ, ერთ ღამეში არ გაქრება, მაგრამ როცა ახალი წლის დასაწყისისკენ ვიყურები სავსე ვარ იმედით, რომ უკეთესი დღეები მოვა. ტკივილისა და დანაკარგის წლის შემდეგ, გავერთიანდეთ, განვიკურნოთ და ხელახლა ავაშენოთ 2021 წელი” – წერს ბაიდენი ტვიტერზე.