გამყოფი სიტყვების ნაცვლად, დაუბრუნდეს ადამიანების დაცვას – კოლასი მთავრობას

საფრანგეთის ელჩი საქართველოში, დიეგო კოლასი აცხადებს, რომ დიპლომატებმა შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართეს და 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გამოხატეს იმედგაცრუება.

მისი თქმით, მთავრობას მოუწოდეს, ადამიანების უფლებების დაცვას დაუბრუნდეს.

„ჩვენ, დიპლომატებს, გუშინ შეხვედრა გვქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი იმედგაცრუება თბილისში 5 ივლისს კონსტიტუციური წესრიგის რღვევის, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების გამო.

მთავრობას მოვუწოდეთ, გამყოფი სიტყვების გამოყენების ნაცვლად, დაუბრუნდეს ყველა ადამიანის, მათ შორის უმცირესობების, ქვიარ ადამიანების, პრესის, დაცვის ვალდებულების შესრულებას“, – დაწერა ელჩმა Twitter–ზე.