გამყრელიძე ბიზნესს მწვანე პასპორტის გამოყენებისკენ მოუწოდებს

NCDC-ის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ბიზნეს მოუწოდებს, მიუხედავად მწვანე პასპორტის გაუქმებისა, ის მაინც გამოიყენონ.

„ამიტომ, „მწვანე პასპორტი“ იქნება თუ არა დაშვებული, ყველას მოვუწოდოთ, წავიდნენ და აიცრან. ჩემი რეკომენდაციაა, როგორც ერთი ექიმის: კი ბატონო, სავალდებულო არ იქნება, მაგრამ ჩემი გადასახედიდან, რეკომენდებულია მთელი რიგი ბიზნესებისთვის. მათი გადასაწყვეტია. თუმცა მოგიყვანთ ჩვენს მაგალითს – დაავადებათა კონტროლის ცენტრში მობრძანდით, თქვენ ვერ შემოხვალთ ცენტრში, თუ არ აჩვენებთ თქვენი აცრისა და ტესტირების სტატუსს. ანუ მწვანე პასპორტი იქ მუშაობს ისევე, როგორც, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ბიზნესი ამას გააგრძელებს“, – ამბობს გამყრელიძე.

ცნობისთვის, დღეს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, გაუქმდეს მწვანე პასპორტის მოთხოვნის სავალდებულოობა, ანუ ბიზნესს შეუძლია, მომხმარებლებს პასპორტის წარდგენა აღარ მოსთხოვოს.