გამყრელიძე ვაქცინაციაზე: მოთხოვნილება სჭარბობს მიწოდებას, უნდა დავაბალანსოთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ვაქცინაზე მოთხოვნა უფრო მეტია, ვიდრე მიწოდება.

“საბჭო იქნება იმუნიზაციის, სადაც განვიხილავთ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის, ასტრაზენეკაზე ასაკის დაწევის საკითხი, სინოვაკის ადმინისტრირების დაწყების საკითხი, იმიტომ რომ დღევანდელ ეტაპზე მოთხოვნილება სჭარბობს მიწოდებას და ჩვენ როგორმე ეს უნდა დავაბალანსოთ.

ხალხს მეტს უნდა აცრა, ვიდრე ვაწვდით, საჭიროა, უფრო მეტად გავაინტენსიუროთ. თქვენც ხომ ხედავთ, რომ თქვენს ბევრ მეგობარს უნდა და აქვს პრობლემა თბილისში ჩაწერაზე”,– ამბობს გამყრელიძე ბრიფინგზე.