გამყრელიძე: მოსახლეობის 60% თუ ავიცრებით ორჯერ, გარე სივრცეში ნიღაბს მოვიხსნით

“აცრის და იმუნიზაციის გარეშე ეს პანდემია არ დამთავრდება. მთავარი გზა პანდემიის დასრულებისკენ, გადის ჩვენს ქცევებზე. ყველას გვიკეთია დღეს ნიღბები, მივეჩვიეთ ამას, არა? აუცილებელია და გარკვეული პერიოდი კიდევ დაგვჭირდება. ჩვენი მოსახლეობის 60% თუ ავიცრებით ორჯერ, გარე სივრცეში ნიღაბს მოვიხსნით, ანუ თუ ჩამოგვიყალიბდა კოლექტიური ანუ საზოგადოებრივი იმუნიტეტი.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს მოსახლეობას, აქტიურად მივიდეთ ამცრელ პუნტებში და ავიცრათ”.

აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე “სინოფარმით” აცრის შემდეგ.