გამყრელიძის განცხადებით, გრიპის ვირუსის ცირკულაცია მომავალ 2 კვირაში გვექნება

დააბადებათა კონტროლის ევროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში გრიპის ვირუსის ცირკულაცია მომავალ 2 კვირაში გვექნება.

“ამიტომ, ჩემი მოწოდებაა, დღევანდელი რიცხვით აცრილია 91 ათასი რისკ-ჯგუფში მყოფი ადამიანი, ქსელში არის 130 ათას დოზა გრიპის ვაქცინა, ამიტომ ვთხოვ რისკ-ჯგუფებში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს, მიმართონ პოლიკლინიკებს, რომ გრიპის საწინააღმდეგოდ დროულად იქნას იმუნიტეტი გამომუშავებული”, – აღნიშნა გამყრელიძემ.