გამყრელიძის განცხადებით, ორჯერ აცრილებისთვის კომენდანტის საათზე შეღავათები განიხილება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, ორჯერ აცრილებისთვის კომენდანტის საათზე შეღავათები განიხილება.

“ორჯერადად აცრილებისთვის, როცა გარკვეულ კუმულაციურ ეფექტს მივაღწევთ, რა თქმა უნდა, განიხილება საკოორდინაციო საბჭოზე შესაბამისი შეღავათები. იქ საუბარია და გვქონდა წარდგენილი კომენდანტის საათთან მიმართებით, მოგზაურობასთან მიმართებით და სხვადასხვა წამახალისებელი ღონისძიება”.- აცხადებს გამყრელიძე.