განვიხილეთ ოჯახის წევრების ვიზიტის შესაძლებლობა გახელაძის მოსანახულებლად – ანთაძე

განვიხილეთ ოჯახის წევრების ვიზიტის შესაძლებლობა გახელაძის მოსანახულებლად – სუს-ის წარმომადგენელმა, ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ზაზა გახელაძის საკითხზე კონსულტაციები გრძელდება, განიხილავენ ოჯახის წევრების ცხინვალში ვიზიტის შესაძლებლობას.

“ზაზა გახელაძის საკითხი დაისვა ძალიან პრინციპულად, როგორც ყოველთვის, ამაზე გვქონდა მტკიცე მხარდაჭერა საერთაშორისო პარტნიორებისაგან. იყო კონსულტაციუები, ამ ეტაპზე შეიძლება ვთქვა, რომ ეს კონსულტაციები გრძელდება.განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ მოხერხდეს ოჯახის წევრების ვიზიტი ცხინვალში ზაზა გახელაძის მოსანახულებლად, იმედია, უახლოეს მომავალში ეს თარიღი ცნობილი გახდება”, – უთხრა ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს.