განიხილება ამირან გამყრელიძის პენსიაზე გაშვების საკითხი – ჩიხლაძე

სტრატეგია აღმაშენებელის ერთ–ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ ამირან გამყრელიძის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის პოსტიდან გადაყენება განიხილება. მისი თქმით, ამის შესახებ კულუარული ინფორმაცია აქვს.

“განიხილება ამირან გამყრელიძის პენსიაზე გაშვების საკითხი. ბევრი მისი მიდგომა არის მოძველებული და დაუსაბუთებელი, იგივე შეზღუდვებთან დაკავშირებით, იგივე სააკორდინაციო საბჭოში მისი საქმიანობა და ასევე, არაერთი საეჭვო შესყიდვები, მათ შორის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ განხორციელებული. გადაწყვეტილია თუ არა, არ ვიცი, კულუარული ინფორმაცია 1 კვირა გვაქვს, რომ ეს განიხილება”, – განაცხადა ჩიხლაძემ ფორმულასთან საუბრისას.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

ამჟამად მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფებიან ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე, ეკატერინე ტიკარაძე და თამარ გაბუნია.