განმეორებითი არჩევნები, მათ შორის პლებისციტი, არ განიხილება – თალაკვაძე

“განმეორებითი არჩევნები, მათ შორის პლებისციტი, არ განიხილება”-  ოპოზიციის და ხელისუფლების შეხვედრის III რაუნდის დასრულების შემდეგ არჩილ თალაკვაძემ იმედი გამოთქვა, რომ შემდეგ შეხვედრაზე შეთანხმება მოხერხდება. მისი განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე ოპოზიციამ და ქართულმა ოცნებამ კიდევ უფრო დააახლოვეს პოზიციები.

“დღევანდელი შეხვედრა არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი შეთანხმებისკენ. ის ემსახურებოდა პოზიციების კიდევ უფრო დაახლოებას იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც უკავშირდება პოლიტიკური სისტემის სტაბილურობას და შემდგომ გრძელვადიან თანამშრომლობას, რაც ჩვენს ქვეყანას დღეს ძალიან სჭირდება, მე მსურს, კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ელჩებს და იმედი გამოვთქვა, რომ შემდეგ შეხვედრაზე შევძლებთ პოზიციების ისე დაახლოებას, რომ შესაძლებელი გახდება შეთანხმება, მისი გაფორმება და პარლამენტის მრავალპარტიული ფუნქციონირება.განმეორებით არჩევნებს ან მასთან დაკავშირებულ რამე ვერსიას, მათ შრის პლებისციტს ქართული ოცნება, რა თქმა უნდა, არ განიხილავს”. – თქვა თალაკვაძემ.