გარდაბანში აფეთქების შედეგად დაშავებული 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა

გარდაბანში აფეთქების შედეგად დაშავებული 15 წლის მოზარდი კლინიკაში გარდაიცვალა. აფეთქების შედეგად დაშავებული მისი ძმის, 11 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურია.

დღეს გარდაბანში აფეთქება მოხდა. გარდაბნის მერის რამაზ ბუდაღაშვილის ინფორმაციით, სავარაუდოდ, 11 და 15 წლის ბავშვები სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ დაუსახლებელ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, სადაც შემთხვევა მოხდა. 11 წლის ბავშვმა ზედაპირული დაზიანებები მიიღო.

ბავშვების მშობლებმა არ იციან, რა აუფეთქდათ მათ შვილებს.

შსს–მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლით დაიწყო, რაც აფეთქებას გულისხმობს.