გარდაბანში სარწყავ არხში კაცს ეძებენ

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებში, სარწყავ არხში 35 წლამდე ასაკის მამაკაცს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი, ადგილზე მამასთან ერთად თევზაობდა, რა დროსაც წყალში ჩავარდა.

ადგილზე მობილიზებულნი არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და პოლიცია. არხში ჩავარდნილი მამაკაცის საძიებო სამუშაოებში 2 სამაშველო ბრიგადა და მყვინთავები არიან ჩართული.