გარდაბანში სარწყავ არხში ჩავარდნილი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

გარდაბანში სარწყავ არხში ჩავარდნილი კაცი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ადასტურებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

მამაკაცი არხში თევზაობის დროს ჩავარდა. მას 2 სამაშველო ბრიგადა და მყვინთავები ეძებდნენ.