გარდაბანში, ტბაში 15 და 17 წლის მოზარდების ცხედრები იპოვეს

მარშველებმა გარდაბანში ტბაში 2 მოზარდის, ცხედარი იპოვეს. დაღუპულები 15-17 წლის ახალგაზრდები არიან.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ისინი უკვე იდენტიფიცირებულები არიან.

ადგილზე მყვინთავები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.

ტბასთან ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული.