გარდაცვალებიდან 6 წლის თავზე კახა ბენდუქიძეს შვილიშვილი შეეძინა

გარდაცვალებიდან 6 წლის თავზე კახა ბენდუქიძეს შვილიშვილი შეეძინა. ამის შესახებ ბენდუქიძის შვილმა, ანასტასია ბენდუქიძემ ფეისბუქზე დაწერა.

“6 წელია 13 ნოემბერი კალენდარში ყველაზე ცუდი დღეა ჩემთვის. ეს იყო დღე, რომელიც გულწრფელად მძულს – როდესაც კახა ბენდუქიძე გარდაიცვალა და მე სამუდამოდ დავკარგე გულის ნაწილი.

ვიფიქრე, რომ ბედი სასაცილო რამეა, როდესაც ექიმებმა მითხრეს, რომ ბავშვის გაჩენის ვადა 13 ნოემბერი იყო. ასე რომ, ყველაზე საშინელი დღე კალენდარში გახდა დღე, რომელსაც ყველაზე მეტად ველოდებოდი.

ჩემმა შვილმა ამ სამყაროს მოვლენა 3.5 საათით ადრე გადაწყვიტა და 2020 წლის 12 ნოემბერს, 20:30 საათზე დაიბადა.

შეიძლება 2014 წლის 13 ნოემბერს ჩემი გულის ნაწილი დავკარგე, მაგრამ 6 წლის შემდეგ სავსეა სიყვარულით და სიხარულით. დარწმუნებული ვარ, კახა თვალყურს გვადევნებს და შვილიშვილს თავისი ცნობილი ულვაშიანი ღიმილით უღიმის”. – წერს ანასტასია ბენდუქიძე.

მისივე თქმით, თავს კარგად გრძნობს.