გასართობი ღონისძიებისთვის ზუგდიდის მერია TV იმედის “ღამის შოუს” 19 000 ლარს გადაუხდის

ტელეკომპანია “იმედის” პროექტს, “ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად” ზუგდიდის მერია გასართობი ღონისძიებისთვის 19 ათას ლარს გადაუხდის.

მერიამ გასართობი ღონისძიების გამართვაზე გამარტივებული წესით ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, “მუსიკალური პროგრამა სადღესასწაული განწყობას შექმნის”.

“ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, კულტურული ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუსიკალურ-იუმორისტული გასართობი ღონიძიების ჩატარება, სადაც მონაწილეობას მიიღებს “ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად” შემოქმედებითი ჯგუფი, გიორგი გაბუნია, ჯიმი აბესაძე და ღამის შოუს ბენდი გელა გნოლიძის ხელმძღვანელობით. მათი ჟანრი არის მუსიკალურ-იუმორისტული, რამაც უდაოდ განაპირობა პოპულარობა საზოგადოებაში. ღონისძიების ფორმატიდან გამომდინარე, აღნიშნული მუსიკალური პროგრამა შექმნის სადღესასწაულო განწყობას მაყურებლებისთვის”,– ვკითხულობ ტენდერის აღწერაში.