გაურკვეველი ნარკოტიკის მიღების გამო 3 ახალგაზრდა კომაში ჩავარდა

მცხეთა-მთიანეთის სოფელ ძნელისში 3-მა ახალგაზრდამ გაურკვეველი ნარკოტიკული ნივთიერება მიიღო, რამაც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა და კომა გამოიწვია.ისინი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან. მესამე ახალგაზრდა მდგომარეობიდან ცოტახნისწინ გამოვიდა. “ფორმულას” ინფორმაციით, პოლიციამ სავარაუდო ნარკორეალიზატორის კვალსაც მიაგნო. ერთ-ერთი ვერსიით, უკანონო გზით შეძენილი ნივთიერება გაცილებით უფრო საშიში და მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ამას ახალგაზრდები ელოდნენ.

ერთ-ერთის მშობელმა ბიჭები უგონო მდგომარეობაში სასაფლაოსთან იპოვა.