გაფუჭებული კვერცხის ნაჭუჭის ფასი აქვს იმას, რასაც სააკაშვილი ამბობს – ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ “გაფუჭებული კვერცხის ნაჭუჭის ფასი აქვს იმას, რასაც მიხეილ სააკაშვილი ამბობს”.

„კრიმინალში ბრალდებული ადამიანი საუბრობს იმის შესახებ, რაც მას თავად ახასიათებს და სურს, სხვაზეც ასეთივე შთაბეჭდილება შექმნას. არ მგონია, სააკაშვილის სიტყვას ავტორიტეტი ჰქონდეს“, – თქვა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი დონალდ ტრამპის კამპანიას სხვადასხვა ლობისტური ჯგუფის მეშვეობით აფინანსებდა, რის გამოც, არ არის გამორიცხული დღის წესრიგში მისი სანქცირების საკითხიც დადგეს. სააკაშვილის მტკიცებით, სწორედ ამის გამო მიდის ივანიშვილი პოლიტიკიდან.