გაქცეულ რუსებს თავშესაფარი შეუძლიათ აშშ-ში მოითხოვონ – თეთრი სახლი

თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა,  რომ მობილიზაციას გაქცეულ რუსებს, შეუძლიათ აშშ-ს თავშესაფრისთვის მიმართონ.

  • “მიგვაჩნია, მიუხედავად მათი ეროვნებისა, მათ შეუძლიათ მიმართონ აშშ-ს თავშესაფრისთვის და ყოველი განაცხადი ინდივიდუალურად განიხილება”, – განაცხადა ჟან-პიერმა.