გაყალბებული არჩევნების თავიდან გაყალბებას ცდილობენ, ეს გაყალბების კანტორაა – დეკანოიძე

ეს არის გაყალბების კანტორა, ფორმალურია ეს ყველაფერი, რაც ხდება, გაყალბებული არჩევნების თავიდან გაყალბებას ცდილობენ საოლქო საარჩევნო კომისიები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ისნის საოლქო საარჩევნო კომისიასთან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ხატია დეკანოიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ისნის საოლქო საარჩევნო კომისია არის წარმოუდგენელი გაყალბების კანტორა.

“81-ე უბანზევე დაკარგულია ბიულეტენები. ეს ნიშნავს, რომ ე.წ. კარუსელი ტრიალებდა. 45 ოქმზე არ ჯდება ბალანსი. მოვედით გასაპროტესტებლად. საჩივრებზე ჩვენი წარმომადგენლები იყვნენ შიგნით და არცერთ საჩივარს არ იხილავენ. ეს გამყალბებლები, ეს ბიძინას მონები ხელს იწევენ ფორმალურად, ჩემს წარმომადგენელს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, მოძალადაე აღმოჩნდა საოლქო საარჩვნო კომისიის თავმჯდომარის მძღოლი, რომელმაც ჩვენს ერთ-ერთ წარმომადგენელს წიხლი ჩაარტყა”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.