გახარებული „ნაცმოძრაობის“ ლიდერები ვიხილეთ გადავსებულ ნაგვის ბუნკერებთან, მართლა რა დაგემართათ?! – კალაძე

გახარებული „ნაცმოძრაობის“ ლიდერები ვიხილეთ გადავსებულ ნაგვის ბუნკერებთან, მართლა რა დაგემართათ?! – აცხადებს, თბილისის მერი კახა კალაძე და პოლიტიკურ ოპონენტებს მიმართავს მისი თქმით,  შპს „თბილსერვის ჯგუფთან“ დაკავშირებით, საზოგადოებამ არაერთი სიცრუე მოისმინა.

„გუშინ ძალიან ბევრი ტყუილი მოვისმინეთ. გაკვირვებული ვიყავი მათი მოთხოვნებით, პროტესტის შინაარსით. თან თანამშრომელთა გარკვეული ნაწილი სამუშაოს დაუბრუნდა, მიდიოდა მათი ბულინგი, შეურაცხყოფა, რამდენიმეს ფიზიკურადაც შეეხნენ, რაც ძალიან ცუდია. ამის მერე, ვიხილეთ პარალიზებული თბილისის ხილვით გახარებული „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები გადავსებულ ნაგვის ბუნკერებთან და ცოტა მოგვიანებით, უკვე დასუფთავებაზე გასულებს, როგორ გვიშლიდნენ ხელს და ცდილობდნენ პროვოკაციის მოწყობას. მართლა რა გჭირთ და რა დაგემართათ?! ასე როგორ შეიძლება გძულდეთ საკუთარი ქალაქი, ქვეყანა, ხალხი, რომ მუდამ დესტრუქციაზე ფიქრობდეთ?! როგორ შეიძლება დედაქალაქს ეძახდე აყროლებულ ქალაქს და ხარობდე ნაგვის გადავსებული ქუჩების ხილვით?!“ – განაცხადა კახა კალაძემ.