გახარიამ და გომელაურმა წალენჯიხაში პოლიციის შენობა გახსნეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა წალენჯიხის პოლიციის სამმართველოს ახალი შენობა გახსნეს.

შსს–ს ცნობით, შენობა 65 თანამშრომელზე არის გათვლილი და მასში, გამომძიებლებისა და დეტექტივების სამუშაო სივრცის გარდა, განთავსებულია დასაკითხი/ამოსაცნობი, საიარაღო და ნივთმტკიცების ოთახები.

ცნობისთვის, სამეგრელოში მეექვსე დღეა ტერორიზმში ბრალდებულ ბადრი ესებუას ეძებენ. შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის თქმით, “ერთი კვირა კი არა, შეიძლება, ერთი თვე ვდიოთ, ან მეტი, ან ნაკლები, ეს პრობლემა არ არის არანაირი”.