გახარიას ბოლო სელფი თანამშრომლებთან – ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში თანამშრომლებთან ერთად გადაღებულ ბოლო “სელფს” ავრცელებს.

მთავრობის მეთაურის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გიორგი გახარიამ გუშინ გააკეთა.

მინისტრთა კაბინეტში შემდეგი ცვლილებაა:

  • მთავრობას ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს.
  • თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილია თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე.
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტი დატოვა მაია ცქიტიშვილმა
  • მაია ცქიტიშვილს, მისი პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე შეცვლის.
  • ჯერჯერობით თანამდებობაზე რჩება ყველა სხვა მინისტრი.