გიორგი გახარიას პარტიისა და ნაციონალური მოძრაობის დელეგაციები ერთ სასტუმროში იმყოფებიან. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ამავე სასტუმროში ჩავიდა მიხეილ სააკაშვილიც, რომელმაც გახარიასთან შეხვედრა გამართა, თუმცა ამას არ ადასტურებს არცერთი პარტია.
ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა არ უარყოფს, რომ გახარია ვაშინგტონის იმავე სასტუმროში, The Mayflower Hotel-ში იმყოფებოდა, სადაც თვითონ, თუმცა ამბობს, რომ ის “გაიქცა”. ნონა მამულაშვილსი თქმით, გახარიასთან არანაირი შეხება არ აქვთ.
გახარიას პარტიის, “საქართველოსთვის” წევრის, კახა ქემოკლიძის განმარტებით, “ქართული ოცნება” ცდილობს, სიმართლე ტყუილებით გადაფაროს, ამიტომ “სააკაშვილთან შეხვედრა შეთხზეს”.
ცნობისთვის, ნაციონალური მოძრაობის და პარტია “საქართველოსთვის” დელეგაცია ამერიკელ პარტნიორებთან შეხვედრებს მართავენ.