გახარიას მეგობარი ვარ და ალბათ ამიტომ მიშვებენ – სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

“გახარიას მეგობარი ვარ და ალბათ ამიტომ მიშვებენ ” – სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის უფროსი ლაშა გვასალია თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გვასალია ფიქრობს, რომ მისი გათავისუფლების ბრძანება გუბერნატორმა პარტიის ხელმძღვანელობისგან მიიღო. ლაშა გვასალია ბოლო არჩევნების დროს, “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა.

“2012 წელს მე ბიძინა ივანიშვილმა გამომიშვა სამეგრელოში პარტიის გასაძლიერებლად და საქმეების გასაკეთებლად. ერთადერთი ადამიანი, ვისაც მე ცუდად არასდროს შევეხები, ეს ივანიშვილია, სხვები მომექცნენ აბსოლოტურად უსამართლოდ, გაოგნებული ვარ, ასეთი რაღაცეები არ უნდა ხდებოდეს. მე გახარიას მეგობარი ვარ და ალბათ ამიტომ მიშვებენ სამსახურიდან, ვიღაცას ეს ჩაფიქრებული ჰქონდა, ჩემი მოშორება უნდოდათ სამსახურიდან”, – ამბობს გვასალია.