“ჩვენი ქვეყნის დასავლურ ინტეგრაციაზე საუბრობდა ბატონი კახა [ქემოკლიძე]. გახარიას პარტიისგან მედასავლეთე ისე არ გამოვა, როგორც ჩემგან არ გამოვა ტანგოს მოცეკვავე. ეს არ არის ჩემი სუბიექტური შეფასება, ეს არის ობიექტური მოცემულობა მისი მმართველობის პირობებში რა გზა გაიარა საქართველომ დასავლური და ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ეს არის ყველაზე კარგი შეფასება იმისა, თუ რამდენად მოწადინებულები არიან და შეუძლიათ, საქართველო დააბრუნონ იმ ევროატლანტიკურ ვექტორზე, რომელსაც ის ამ წლების განმავლობაში მოწყდა. მოწყდა არაფორმარული მმართველობით, კორუფციით, ამ წერილების გაგზავნა-გამოგზავნით”

ამბობს პარტია “ლელოს” წევრი საბა ბუაძე TV პირველის ეთერში.