გახარიას სიტყვით გამოსვლის დროს ჯანდაცვის სამინისტროს რობოტი წაიქცა (ვიდეო)

დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ რობოტი “პეპერი” წარადგინა, რომელიც, მინისტრის თქმით, ახლა სწავლობს ქართულს და სამომავლოდ კოვიდის დამარცხებაში დაეხმარებათ.

გახარიას სიტყვის გამოსვლისას, მოულოდნელად რობოტი სცენიდან დაიძრა და გადავარდა.

“აი, გადარჩა, რაღაც არ მოეწონა ალბათ იქიდან, რაც მე ვთქვი”,- თქვა გახარიამ რობოტის წაქცევის შემდეგ.

ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება: