გახარიას შეუძლია 20 დეპუტატის გადაბირება და საპარლამენტო კრიზისის გამოწვევა – ჭიჭინაძე

პოლიტიკური მოძრაობა ტრიბუნას ლიდერი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ გახარიას ვადამდელი არჩევნების გამოწვევა შეუძლია, რაც ივანიშვილის სქემა იქნება.

“დაახლოებით 20 დეპუტატის „გადაბირება“ და გახარიას მარტივად შეუძლია საპარლამენტო კრიზისის გამოწვევა, რასაც პირდაპირ მოყვება ვადამდელი არჩევნები. ასეთ შემთხვევაში, გამარჯვებული რჩება გახარია და არა მთელი ამხელა ოპოზიცია, რომელიც ვერაფერს აკეთებს…

და თუ ეს სქემა მართლაც ამუშავდა, ეს მხოლოდ ივანიშვილის სქემა იქნება. ანუ, გახარიას თავისი ახალი პარტიით შემოსვლა, კრიზისის გამომწვევი სიმძიმის ცენტრის გადატანის მცდელობაა, მითუმეტეს, რომ „ოცნება“ მელიას ფიგურის ნიველირებას ცდილობს”,–წერს ჭიჭინაძე Facebook–ზე.

ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს და თავის დღის წესრიგის შექმნაზე მუშაობს.