გელოდებით ხვალ, 15:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე, თბილად ჩაიცვით! – ნიკა მელია

“გელოდებით ხვალ, 15:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე, თბილად ჩაიცვით!”- აცხადებს, ენმ-ის თავჯდომარე, ნიკა მელია საგანგებო ბრიფინგზე. მისი თქმით ხვალ დაგეგმილი აქცია რომელიც 3 ლოკაციაზე უნდა დაწყებულიყო გაუქმდა და ახლა ყველას ელოდებიან რესპუბლიკის მოედანზე.

“ხელისუფლება უარს არ ამბობს საკუთარ მანიაკალურ სურვილზე, არც მეტი და არც ნაკლები დატყვევებული ადამიანი მოკლას, მოკლას არა საავადმყოფოში, არა ციხეში, არამედ იქ, სადაც მოისურვა ბიძინა ივანიშვილმა. ის არც ციხეა და არც საავადმყოფო, არის რაღაც შენობა, სადაც დატყვევებულია ადამიანი. ივანიშვილმა მათ შორის არ შეისმინა ყველაზე კომპეტენეტური ექიმების რჩევები, დარიგებები, პროგნოზები არაფრად ჩააგდო და ქვეყნის ისტროიის ამ მნიშვნელოვან მომენტში როგორც არასოდეს ახლა საჭიროა სრული მობილიზაცია და ერთობა.  ხვალისთვის დაგეგმილ მანიფესტაცია მსვლელობებს ვაუქმებთ და ხვალ ყველას, ყველას, ვისაც სჯერა, რომ შიმშილობა შიმშილობაა და არა დიეტა, ვისაც სჯერა, რომ ამ ყველაფერში თავიდან ბოლომდე ჩართულია რუსეთი სპეცსამსახურები, ვისაც სჯერა, რომ ქვეყნის თავისუფლება საფრთხის ქვეშაა, გელოდებით 15:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე”. – თქვა ნიკა მელიამ.