“გემუდარებით, შეწყვიტეთ საბრძოლო მოქმედებები“–ვალერი მელაძე

რუსეთის ცნობილი ადამიანების ნაწილი რუსეთის მიერ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დაწყებას გმობს. წარმოშობით ქართველმა რუსმა მომღერალმა, ვალერი მელაძემ ინსტაგრამზე გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ამბობს, რომ ომი უნდა შეწყდეს:

“დღეს მოხდა ის, რაც არასოდეს უნდა მომხდარიყო და ვერ უნდა მომხდარიყო.ისტორია ოდესმე განსჯის და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს, დღეს კი მინდა გთხოვოთ, გემუდარებით შეწყვიტეთ საბრძოლო მოქმედებები და მიუჯექით მოლაპარაკებების მაგიდას. ადამიანებს მოლაპარაკებები უნდა შეეძლოთ. ამისთვის გვაქვს ენა. ამისთვის გვაქვს მოცემული ყველა უნარი. ადამიანები არ უნდა იღუპებოდნენ. ეს უნდა შეწყდეს.“– ამბობს ვალერი მელაძე.