გენო პეტრიაშვილმა ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ქართველმა მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ეს საქართველოს ოლიმპიური ნაკრებისთვის მე-8 მედალია.

ფინალში ის ამერიკელ დან გეიბლ სტევსონთან დამარცხდა. ნახევარფინალში პეტრიაშვილი 20 წლის ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს დაუპირისპირდა 6:3 ანგარიშით გაიმარჯვა.