გერლიანის Facebook-პოსტი წაიშალა – მისი ძმა ვარაუდობს, რომ ის პოლიციამ წაშალა

ეკონომისტი რამაზ გერლიანის პოსტი Facebook-ზე რამდენიმე საათია აღარ იძებნება. გაუჩინარებამდე პოსტში ის შსს-ს თანამშრომელს ზეწოლასა და მუქარაში ადანაშაულებდა.

გერლიანის ძმა ვარაუდობს, რომ აღნიშნული პოსტი პოლიციამ წაშალა.

“პოსტი რამაზის წაშლილი არ არის, ასევე ვვარადაობ, რადგან რამაზი ის კაცი არ არის, რომ რაღაცას გააკეთებ, მერე უკან დაიხიოს. ვფიქრობ, რომ [პოლიციელებმა წაშალეს], ალბათ გარკვეული ინტერესებია”,– ამბობს ის.

ცნობისთვის, ეკონომისტს პოლიცია და ოჯახის წევრები 2 დღეა იძებენ. გუშინ რამაზ გერლიანმა პოლიციელის მხრიდან ზეწოლაზე ისაუბრა და ივარაუდა, რომ პოლიციელი მასზე და მისი ოჯახის წევრებზე პერსონალურ ინფორმაციას აგროვებდა და მესამე პირს აწვდიდა.

მისივე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საქმეზე საგამოძიებო უწყებას და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა, თუმცა რეაგირება არ მომხდარა.

გაუჩინარების სამეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.