გერმანიამ პოზიცია შეცვალა და უკრაინას იარაღს მიაწვდის

გერმანიამ უარი თქვა მის მიერ დიდი ხნის წინ აღიარებულ პოლიტიკაზე, რომელიც კონფლიქტის ზონებში იარაღის მიწოდებაზე უარს გულისხმობს და თანახმაა 1000 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი უკრაინას მისცეს ნიდერლანდებში განლაგებული საწყობებიდან. სააგენტო როიტერი ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

გერმანიის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ეს გადაწყვეტილება ფედერალური კანცლერის მიერ არის დამტკიცებული.

მოგვიანებით მთავრობის წარმომადგენელმა, შტეფენ ხებეშტრაიტმა დააზუსტა, რომ ამის გარდა უკრაინას 500 სტინგერის ტიპის რაკეტაც გადაეცემა.

მანამდე გამოცემა პოლიტიკო წერდა, რომ გერმანიამ უარი თქმა მის ადრინდელ პოზიციაზე, რომლის თანახმად ბერლინი უკრაინას იარაღს არ უგზავნიდა.

რუსეთის მიერ სეპარატისტული რეგიონების აღიარების შემდეგ გერმანიის მთავრობამ ასევე ფაქტიურად შეაჩერა გაზსადენ “ჩრდილოეთ ნაკადი2“–ის სერთიფიცირების პროცესი.