გერმანიამ სანქცირებულ რუს მილიარდერს 600 მილიონიანი იახტა ჩამოართვა

ჟურნალ Forbes–ს ერთდროულად სამმა წყარომ დაუდასტურა, რომ გერმანიის ხელისუფლებამ ჰამბურგში მყოფი იახტის, Dilbar–ის კონფისკაცია მოახდინა, რომელიც რუს მილიარდერს, ალიშერ უსმანოვს ეკუთვნის.

156 მეტრის სიგრძის იახტის ღირებულება 600 მილიონი დოლარია და ის მსოფლიოში ყველაზე გრძელ იახტად ითვლება.

ალიშერ უსმანოვი ევროკავშირის საინციებში მოხვდა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ლივერპულურმა საფეხბურთო კლუბმა “ევერტონმა“ მის კომპანიებთან 20 მილიონი ფუნტის ღირებულების სასპონსორო კონტრაქტები გაწყვიტა.

ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პუტინის იახტა ჰამბურგის გემთსაშენიდან ჯერ კიდევ რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე სასწრაფოდ გადაიყვანეს კალინინგრადში. ის უსმანოვის იახტასთან შედარებით უფრო მოკლე და უფრო იაფია. მისი ღირებულება 100 მილიონი დოლარია.