გერმანიამ უკრაინისთვის 88 ლეოპარდ 1-ის გადაცემა დაამტკიცა

გერმანიამ დაამტკიცა უკრაინისთვის 88 ცალი ლეოპარდ 1-ის ტიპის ტანკის მიწოდება  მთავარი საბრძოლო ტანკების სამრეწველო მარაგებიდან. განცხადება მთავრობის სპიკერმა შტეფენ ჰებესტრეიტმა გააკეთა და დაადასტურა, რომ ლიცენზია გაცემულია.

მთავრობამ იარაღის მწარმოებელ კომპანია Rheinmetall-ს უფლება მისცა, უკრაინელებს 100 მილიონი ევროს ღირებულების ტანკები გადასცენ.

გასულ კვირას გერმანიამ უკრაინისთვის ევროპულ კოალიციასთან ერთად 80 ლეოპარდ 2-ის გადაცემის შესახებ გამოაცხადა, აქედან 14 უკრაინელებს უშუალოდ გერმანული მარაგებიდან მიეწოდებათ.

უკრაინელებისთვის გადასაცემ ლეოპარდებს ჯერ შეკეთება სჭირდება.