გერმანიაში დასაქმებული მოქალაქეების ნაწილი საქართველოში დაბრუნდა

გერმანიაში დასაქმებული მოქალაქეების ნაწილი საქართველოში დაბრუნდა. მათ ქვეყნის დატოვება მძიმე სამუშაო პირობების გამო მოუწიათ. როგორც ისინი აცხადებენ, სამშობლოში დასაბრუნებელი ბილეთების საყიდლად ვალის აღებაც მოუწიათ. მოქალაქეები ხელისუფლებას უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებენ და სამართლებრივ დავას აპირებენ.

“არაადამიანური პირობები იყო. ყველანაირად დარღვეული იყო ადამიანის უფლებები. პირველივე დღეს დაირღვა უფლებები. კონტრაქტს არ დაემორჩილა დამსაქმებელი. თუ კონტრაქტს არ ეთანხმებოდა, რატომ გაგვიშვა დასაქმების სააგენტომ”. – ამბობს საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე.

მძიმე პირობების შესახებ გემანიაში დასაქმებულმა ქართველებმა პირველად 18 მაისს ისაუბრეს.