გერმანია და ნიდერლანდები უკრაინას დამატებით 6 ჰაუბიცას გადასცემენ

გერმანია და ნიდერლანდები უკრაინას დამატებით 6 ჰაუბიცას გადასცემენ. ამის შესახებ განცხადება ორივე ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა სამშბათს, მადრიდში  NATO-ს სამიტზე გააკეთეს.გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  თითოეული ქვეყანა უკრაინას 3-3 ჰაუბიცას მიაწვდის.

“თვითმავალი ჰაუბიცა 2000 ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე საარტილერიო იარაღია მსოფლიოში” –  ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.