გერმანია მხარს უჭერს უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას – შოლცი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან, იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისთან და რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთა დასრულდა.

ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანიის მთავრობა მხარს უჭერს უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

ემანუელ მაკრონსა და ოლაფ შოლცს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობის შესახებ არაფერი უთქვამთ.

ამავდროულად, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პარიზი, ბერლინი, რომი და ბუქარესტი მხარს უჭერენ უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

“ჩვენ ოთხივე მხარს ვუჭერთ წევრობის კანდიდატის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭებას. ამ სტატუსს დაერთვება საგზაო რუკა და ასევე გულისხმობს ვითარების გათვალისწინებას ბალკანეთსა და სამეზობლოში, კერძოდ მოლდოვაში”, – თქვა ემანუელ მაკრონმა.