გერმანიისგან უკრაინამ Panzerhaubitze2000-ები გაწვრთნილ ეკიპაჟთან ერთად მიიღო

Afghanistan,Tarin Kowt.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლეკსი რეზნიკოვის განცხადებით,  უკრაინამ გერმანიისგან Panzerhaubitze2000-ები გაწვრთნილ ეკიპაჟთან ერთად მიიღო. 

  • “პირველი Panzerhaubitze2000-ები მივიღეთ. უკრაინის საარტილერიო ოჯახში გამოჩნდა გერმანული Panzerhaubitze2000-ები გაწვრთნილი უკრაინული ეკიპაჟით”. – აღნიშნა ოლეკსი რეზნიკოვმა.

ცნობისათვის, Panzerhaubitze 2000, იგივე PzH 2000, ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი საარტილერიო სისტემა გახლავთ, რომლის სამოქმედო არეალიც სხვდასხვა საბრძოლო მასალის კომპლექტაციის მიხედვით 30-დან 70 კილომეტრამდე მერყეობს.