გერმანიის მარეგულირებელმა კომისიამ რუსული პროპაგანდისტული არხი Russia Today მაუწყებლობიდან მოხსნა

გერმანიის მარეგულირებელმა კომისიამ, რუსულ პროპაგანდისტულ გერმანულენოვან არხს, Russia Today-ს ლიცენზიის უქონლობის გამო ქვეყნის ტერიტორიაზე მაუწყებლობა აუკრძალა.

16 დეკემბერს, Russia Today-ის გერმანულენოვანმა არხმა, ნებართვის გარეშე დაიწყო სატელიტური მაუწყებლობა, რისი უფლებაც არ ჰქონდა. აკრძალვა ვრცელდება მაუწყებლობაზე სატელიტით, ინტერნეტით, მობილური აპლიკაციითა და ჭკვიანი ტელევიზორით.

RT-ის Telegram-ის არხზე ნათქვამია, რომ რეგულატორის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ.